ბლოგი

ლეგენდარული BMW 507



BMW 507 იწარმოებოდა 1956-1959 წლებში. ამ მოდელის წარმოების მიზანი გახლდათ აშშ-ში ათასობით ეგზემპლარის ექსპორტი, თუმცა პროექტის სიძვირის გამო მხოლოდ 252 ეგზემპლარი გაიყიდა და კინაღამ BMW-ს გაკოტრება გამოიწვია. საბედნიეროდ ეს არ მომხდარა და BMW თავის მოწოდების სიმაღლეზეა დღემდე.

507 ამერიკელმა ავტო-იმპორტიორმა მაქს ჰოფმანმა შექმნა. მან 1954 წელს BMW დაიყოლია შეექმნათ BMW 501 და BMW 502 მოდელების „roadster”-ის ვერსია, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ძვირადღირებულ MERCEDES 300 SL-ს და უხარისხო Triumph თუ MG სპორტულ მანქანებს.

პირველი დიზაინი, რომელიც 507-ისთვის შეიქმნა  ერნსტ ლუფის მიერ, მაქს ჰოფმანმა დაიწუნა და მისივე ინიციატივით BMW-მ  ახალ დიზაინზე სამუშაოდ მოიწვია ალბრეხტ ფონ გოორტცი, რომელსაც მანამდე BMW 503-ის დიზაინი ჰქონდა შექმნილი.

507-ის მექანიკურ მხარეზე იზრუნა ფრენც ფიდლერმა.  შეიქმნა OHV V8 ძრავა 3.168 კუბური სანტიმეტრის. ძრავა 150 ცხენის ძალას ავითარებდა, რაც საკმარისი იყო 0-დან 100 კმ/სთ-მდე 11.1 წამში აჩქარებისთვის და 196 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად.

BMW 507-ს საწყისი ფასი 5000$-ს შეადგენდა თუმცა, წარმოების ღირებულების მაღალმა ფასმა ის 10 500$-მდე გაზარდა. მიუხედავად იმისა რომ, 507-მა ბევრი ცნობილი ადამიანის დაინტერესება გამოიწვია ვერ გაუწია კონკურენცია Mercedes-Benz 300 SL-ის გაყიდვებს. BMW-მ  15 მილიონი გერმანული მარკა იზარალა, რისი შედეგიცაა ის, რომ მხოლოდ 252 ორიგინალის დამზადება მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ დიდ მასშტაბებზე ვერ მოხერხდა გასვლა რასაც BMW ვარაუდობდა, 507-მა მაინც მოახერხა რამდენიმე ცნობილი ადამიანის დაინტერესება, რომელთა შორის იყო ელვის პრესლი. ელვისმა BMW 507-ში  3500$ გადაიხადა, აშშ-ში ჩაიყვანა და Ford-ის V8 ძრავა ჩაუმონტაჟა. მოგვიანებით, 1997 წელს ელვისის BMW 507 აუქციონზე 350 000$-ად გაიყიდა.