ბლოგი

Mercedes Maybach Ultimate Luxury



წელს Mercedes-მა პეკინის ავტოშოუზე მაიბახის საკმაოდ უცნაური ქროსოვერი წარმოადგინა, რომელიც ავტოშოუს ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო და დიდი დაინტერესება გამოიწვია.

Mercedes Maybach Ultimate Luxury გარდა უცნაური დიზაინისა დიდი გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 5.260 მეტრს აღწევს, სიგანე 2,110 მეტრს, ხოლო სიმაღლე 1,760 მეტრს.

რაც შეეხება ინტერიერს, ზედმეტად მდიდრულია. გამოყენებულია მაღალი ხარისხის ხე, ტყავი და მეტალი. 4 სავარძელი, რომელიც დიდ კომფორტს უქმნის მძღოლს და მის თანამგზავრებს გათბობის, გაგრილების და მასაჟის ფუნქცია აქვს. უკანა სავარძლებს შორის არსებული პანელი მგზავრებს ცხელ მწვანე ჩაის სთავაზობს. მწვანე ჩაი სპეციალურად იქნა შერჩეული, ის ხომ კონცენტრირებაში ეხმარება ადამიანს და სიმშვიდის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მანქანა თავად არჩევს მგზავრების განწყობის შესაბამის მუსიკას. Mercedes Maybach Ultimate Luxury თავისი კიდევ უამრავი ფუნქციით  მაქსიმალურად ეხმარება მგზავრებს კომფორტულად გადაადგილდნენ და ამასთან ერთად განიტვირთონ.

რაც შეეხება კონცეპტის მონაცამებს, 4 ელექტრომოტორი აქვს. მისი სიმძლავრე 750 ცხენის ძალას შეადგენს, რომლითაც მაქსიმუმ 250 კმ/სთ-ს განვითარებაა შესაძლებელი.  ერთი დამუხტვით კი 80 კვ/სთ-იანი ელემენტის ბლოკი 500 კილომეტრს გადის.

 აშკარაა, რომ ბრენდი არ კარგავს ფასეულობებს „კარგი გახადოს საუკეთესო“ და აგრძელებს წარმატებულ ისტორიას.