ბლოგი

მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული მანქანა



2015 წლიდან, აგერ უკვე 3 წელია, რაც Ford Mustang-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად სპორტულ მანქანად ითვლება და ძალიან ბევრი კონკურენტი ჩამოიშორა, როგორიცაა Porsche 911. ყველაზე დიდი პოპულარობით კი მუსტანგის GT ვერსია სარგებლობს 5.0 ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით.

2017 წელს მსოფლიო მასშტაბით ჯამში 125 809 Ford Mustang-ი გაიყიდა. მეტი წილი გაყიდვებისა აშშ-ში ფიქსირდება და  მაჩვენებელი 80 000-ზე მეტს აღწევს. პოპულარობას მუსტანგი ევროპაშიც არ უჩივის, რაზეც მოწმობს 13 000-ზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვა.   მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ წელს მოხდა ევროპის ბაზარზე Ford Mustang-ის ოფიციალური შესვლა, რომელიც აღჭურვილია „მაგნეტრაიდ“ ტიპის ადაპტირებადი საკიდარით, შუქდიოდური ფარებით, გამოსაბოლქვი აქტიური სისტემით  ქალაქში მუშაობის ჩუმი რეჟიმით. ასევე, 5-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილ ეგზემპლარებს, ლონჩ კონტროლის სისტემაც ემსახურება.

აზიის ბაზარზეც უყვართ და პატივს სცემენ მუსტანგს, 2017 წელს მარტო ჩინეთში 7000-ზე მეტი რაოდენობის მუსტანგი გაიყიდა.

თითქმის ყველა მამაკაცის საოცნებო მანქანა ახლა ქალბატონებშიც პოპულარულობით სარგებლობს. ბოლო 5 წლის მანძილზე Ford-მა გაყიდვების  10%-იანი ზრდა გამოავლინა ქალბატონებში .

2015 წლიდან  მოყოლებული მუსტანგის გაყიდვების რაოდენობა ზუსტად 418 000 ცალია.