ბლოგი

საავტომობილო ისტორიაში პირველი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის



დღესდღეობით, სიჩქარის გადაჭარბება ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელსაც ხშირად ფატალური შედებიც ახლავს.

თუმცა საინტერესოა, მე-19 საუკუნეში რადიკალურად განსხვავებული სტანდარტების არსებობისას,  იმ ავტომობილის გაცნობა, რომლის მძღოლიც ისტორიაში პირველად სიჩქარის გადაჭარბებისთვის დააჯარიმეს.

მოცემულ ფოტოებზე სწორედ ეს ავტომობილია გამოსახული, სახელად  „არნოლდ ბენცი“.  ის 1896 წელს დაუჯარიმებიათ. მძღოლი ვინმე უოლტერ არნოლდი გახლდათ, რომლის ბრიტანულ კომპანიას  “Arnold Benz Motor Carriage”,  „ბენც“-ის ავტომობილების წარმოებისა და გაყიდვის ლიცენზია ქონდა.

1896 წლის 28 იანვარს, კენტის საგრაფოს გზაზე გადააადგილებისას უოლტერ არნოლდმა 13 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. იმ დროისთვის კი ქალაქის შემოგარენში თვითმავლის მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე მხოლოდ 3 კმ/სთ იყო. ყველაზე სახალისო კი ისაა, რომ ამ სიჩქარეზე (3კმ/სთ) გადასაადგილებად თვითმავალის წინ უნდა ემოძრავა სიგნალის მიმცემს წითელი დროშით, რათა დაცული ყოფილიყო უსაფრთხოების ზომები.

პოლიციელი, რომელმაც პირველად გამოწერა შილინგ ნახევრიანი საჯარიმო ქვითარი, თავად ველოსიპედზე იყო ამხედრებული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმავე წელსვე აწიეს სიჩქარის დასაშვები ზღვარი 22 კმ/სთ-მდე  და წინ მიმავალი წითელ დროშიანი სიგნალის მიმცემის წესიც შეიცვალა.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით, სიჩქარის მოყვარულებმა რბოლა გამართეს, რომელმაც სტარტი ლონდონში აიღო და ბრაიტონში დასრულდა. 33 თვითმავლიდან მხოლოდ 17-მა მიაღწია ფინიშს და მედლებითაც დასაჩუქრდნენ „ავტოს“ კარგი მართვისთვის.

მიუხედავად სახალისო დასაშვები სიჩქარისა, საგულისყუროა ის ფაქტი, რომ მე-19 საუკუნეშიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ უსაფრთხოების ნორმებს, შესაბამისად GAC  მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ!

 #ატარეფრთხილად #დაიცავიწესები