ბლოგი

ყველაზე უცნაური ავტო AMG-ს ისტორიაში



მერსედესი თავისი კომფორტული, ელეგანტური და გამორჩეული ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი. თუმცა, უცნაურ ავტომობილებსაც წავაწყდებით მათ წარმოებაში. ასეთია, Mercedes-Benz MB 100 D AMG, რომელზეც ცოტას თუ სმენია. ალბათ მიზეზი ისაა, რომ მისი წარმოება 80-იანებში დაიწყეს და მალევე 90-იანებში შეჩერდა.

Mercedes-Benz MB 100 D AMG ძალიან მცირე რაოდენობით დამზადდა და სერიული ვერსიისგან ის გარეგნულად შეცვლილი ოპტიკით და ბამპერებით განსხვავდებოდა. 9 სავარძლიანი სალონი ალკანტარით იყო გაწყობილი. შეცვლილი იყო  საჭის რგოლი და მაჩვენებლების დაფა. სალონი ასევე აღჭურვილი იყო მძლავრი აუდიო სისტემით და დასაკეცი მაგიდებით.

ძრავების გამაში ორი ტურბოდიზელი შედიოდა:

  1. 2,4 ლიტრიანი (98 ცხენის ძალა), რომლის ღირებულება 37620 (19,500 ევრო) გერმანული მარკა გახლდათ.
  2. ხოლო მათ კი, ვინც სრულ პაკეტს ირჩევდა ტელევიზორით, ტელეფონით, 3,0 ლიტრიანი ძრავით (127 ცხენის ძალა) უნდა გადაეხადა 93 000 (48 500 ევრო) გერმანული მარკა.

როგორც ვხედავთ ავტომობილის ღირსება მისი კომფორტულობა იყო და არა სისწრაფე, რაც AMG-ს შეეფერება.