ბლოგი

Rolls-Royce Cullinan



როლს-როისი არ ღალატობს თავის პრინციპებს და ამის კიდევ ერთი მაგალითია მის ისტორიაში პირველი უგზოობის მოდელი Cullinan-ი.

კომპანიის გენერალური დირექტორის ტორსტენ მიულერ-ოტვოსის თქმით, როლს-როისის უგზოობის მოდელის შექმნა კომპანიას ერთგულმა მომხმარებლებმა სთხოვეს. მომხმარებლები ითხოვენ ფუფუნებას, რომელიც კომპრომისს აღარ საჭიროებს და რთული ლანდშაფტის დალაშქვრა ფუფუნების თანხლებით იქნება შესაძლებელი.

მაშ ასე, გაიცანით Rolls-Royce Cullinan-ი კომპანიის ისტორიაში პირველი ქროსოვერი. ძალიან ჰგავს Rolls- Royce Phantom-ს არა? თუმცა, სპეციალურად მოდიფიცირებული ალუმინის შასიზეა ბაზირებული და მსუბუქი მეტალის გამოყენების წყალობით მხოლოდ 2,66 ტონას იწონის.

პლათფორმაზე, რომელსაც ინჟინერებმა architecture of luxury შეარქვეს, წინ საკიდარი შეცვალეს, რაც გულისხმობს  უგზოობის დროს მინიმუმამდე შემცირებულ დისკომფორტს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პნევმატურ საკიდარს აქვს კლირენსის რეგულირების ფუნქცია, რისი წყალობითაც სწორ გზაზე Cullinan-ის დაშორება გზის საფარისგან მცირდება, უამრავი სენსორის წყალობით კი კომპიუტერი საკიდარს შესაბამისად მომართავს.

Cullinan-ის წინა ექსტერიერი ნამდვილად გავს Rolls- Royce Phantom-ს თუმცა, უკნიდან თავისი დამახასიათებელი ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა.

Cullinan-ი აღჭურვილია 6,75 ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V12 ძრავით, რომელიც 571 ცხენის ძალას ავითარებს. საჭით მართვას ექვემდებარება უკანა ბორბლებიც, მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ის დონეზე ელექტრონიკით არის შეზღუდული და მხოლოდ 15 ლიტრ საწვავს მოიხმარეს 100 კმ-ზე.

Rolls-Royce Cullinan-ი ევროპის ბაზარზე 265 000 ევროდ (325 000$) გაიყიდება. შეკვეთების მიღება უკვე დაწყებულია და მიწოდება 2018 წლის ბოლოს დაიწყება მაქსიმუმ 2019 წლის დასაწყისში.

როგორც ვიცით, როლს-როისის მომხმარებელი სამეფო ოჯახები, პრეზიდენტები, ბიზნესმენები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, საინტერესოა პირველი რომელი ცნობილი ადამიანი გამოჩნდება ამ ახალი ავტოთი.