ბლოგი

Mercedes Pickup X-Class



„ბრაბუსმა“ Mercedes Pickup X-Class-ისთვის ისეთი პაკეტი შეიმუშავა, რისი წყალობითაც ეს ძალიან პრაქტიკული ავტო არამარტო გარეგნულად არამედ, შესაძლებლობებითაც გაცილებით მიმზიდველი გახდა.

X-Class-ის ეკიპირებაში შევიდა ბრაბუსის სტილში გადაწყვეტილი რადიატორის ახალი ცხაურა, რომელსაც უზარბაზარი B ამშვენებს. ბამპერის ქვედა ნაწილზე და სახურავზე დაემატა განათების დამატებითი ბლოკები, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მუშაობს შორი განათების ჩართვასთან ერთად. 20 დიუმიანი ბორბლებით და ორმაგი გამოსაბოლქვითაც აღიჭურვა „გამარიაჟებული“ X-Class-ი.

რა თქმა უნდა მოხდა ძრავის გაუმჯობესებაც და სიმძლავრე 190-დან 211 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალური მაბრუნი კი 450-დან 510 ნიუტონამდე. შესაბამისად X-Class-ის ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება უკვე 11,5 წამშია შესაძლებელი.

ინტერიერს რაც შეეხება, ძალიან პატარა განახლებებია შეტანილი. რაც გულისხმობს სპორტულ, უჟანგავ  ლითონის პედლებს. მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მრავალფეროვანი დიზაინისა და ფერის კატალოგიდან  აირჩიონ მათვის სასურველი  სავარძლების დიზაინი.

რაც შეეხება ფასს, ჯერ-ჯერობით უცნობია.