ბლოგი

Ferrari 288 GTO Evoluzione



ძალიან ცოტას თუ სმენია Ferrari 288 GTO Evoluzione-ზე და უფრო ცოტამ თუ შეძლო მისი ხილვა.

ის, ასე ვთქვათ, Ferrari F40-ის მივიწყებული მამაა, რომელიც იწარმოებოდა 80-იანი წლების დასაწყისში.

ერთ-ერთი აეროდინამიკურად მოწინავე ავტო გახლდათ იმ დროისთვის და მხოლოდ 6 ეგზემპლარი შეიქმნა. 80-იანი წლების კვალობაზე მას ძალიან მაგარი მონაცემები ქონდა: 2,9 ლიტრიანი V8 ძრავი, რომელიც 650 ცხენის ძალას ავითარებდა. როგორც ავღნიშნეთ, იმ დროისთვის ეს მონაცემები სავსებით საკმარისი იყო გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სარბოლო ავტო.

Ferrari 288 GTO Evoluzione შეიქმნა Group B-ს რბოლებისთვის. აღნიშნული რბოლები მოტოსპორტში ძალიან სანახაობრივი იყო, სპეციალურად მისთვის დატიუნინგებული ძრავებით მონაწილე ავტომობილები მას უფრო ექსტრემალურს ხდიდნენ.

ფერარიც სწორედ 288 GTO Evoluzione-თი უნდა შეერთებოდა ამ რბოლებს, მაგრამ სერია FIA-ს 1986 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო. შესაბამისად,  288 GTO Evoluzione-ს არ მიეცა საშუალება თავი წარმოეჩინა.