ბლოგი

Range Rover SV Coupe



პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა, როცა რენჯმა მომხმარებელს ორ კარიანი ავტო შესთავაზა. თუმცა, ბოლო 30 წლის მანძილზე  Range Rover SV Coupe  პირველი ორ კარიანი ვერსიაა, რომელიც “Jaguar Land Rover”-მა წელს სხვადასხვა ავტო შოუებზე წარმოადგინა.

ახალმა რენჯმა თავისი მაღალი ფასითაც მიიქცია ყურადღება. თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს Range Rover SV Coupe მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერიულ უგზოობის ავტოთ. მისი საბაზრო ღირებულება 295 000$-ია.  კომპანია მომხმარებელს ინდივიდუალური შტრიხების შემატებასაც სთავაზობს ინტერიერ-ექსტერიერში, რაც თავისთავად ღირებულებას ზრდის.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ახალი რენჯი განკუთვნილია იმ აუდიტორიაზე, რომელიც არ დაიწყებს დებატებს ბენტლი სჯობს თუ რენჯი, უბრალოდ ორივეს იყიდის.

SV Coupe ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეულია თავისი დინამიკური იერით. წინა დახრილი საქარე შუშა, უკანა მხარეს დახრილი სახურავი, ორი კარი. სპორტულ ხასიათსვე უსვამს ხაზს შემცირებული კლირენსიც.

უფრო მეტი სიახლე ინტერიერშია შეტანილი. ოთხი ინდივიდუალური სავარძელი, რომელიც გაწყობილია ძვირაფასი ტყავით, ეკიპირებულია გამათბობლით, ვენტილაციით და ელექტრო მარეგულირებლებით. სალონში გამოყენებულია ასევე ძვირაფსი ხე.

Range Rover SV Coupe-ს საკიდარი პნევმატურია, რაც თავისთავად მაღალ კომფორტს უზრუნველყოფს.  

5.0 ლიტრიანი ძრავა 565 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან წყვილში კი 8 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მიღწევა 5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 265 კმ/სთ-ს აღწევს.

Range Rover SV Coupe მხოლოდ 999 ეგზემპლარი დამზადდება, დიდი რაოდენობის შეკვეთები კი უკვე მიღებული აქვს კომპანიას.