ბლოგი

დიაგნოსტიკა შორიდან?! ბუგატი გაყიდულ CHIRON-ებს ორბიტული სატელიტის დახმარებით აკონტროლებს



Chiron-ი ბუგატის ისტორიაში ყველაზე სწრაფი და ძლიერი მონაცემების ავტოა. ის აღჭურვილია 8,0 ლიტრიანი W16 ზრავით, რომელსაც 4 ტურბო კომპრესორი ემსახურება. 1500 ცხენის ძალის ძრავის მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ია. მაქსიმალური მომენტი კი 1600 ნიუტონმეტრია რისი მეშვეობითაც  Chiron-ი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს სულ რაღაც 2,4 წამში აღწევს.

უამრავ ახალ ავტოს აქვს ფუნქცია შეგატყობინოს რომელ საბურავს ესაჭიროება დაბერვა, როდის უწევს ზეთს შეცვლა და სხვა. მაგრამ, როცა  საქმე  Bugatti Chiron-ს ეხება აქ ყველაფერი სულ სხვა დონეზეა.

კომპანიამ უნიკალური სისტემა შეიმუშავა, რისი მეშვეობითაც ორბიტული სატელიტების დახმარებით გაყიდული „Chiron”-ების ტექნიკურ მონიტორინგს ახორციელებს და მართვის სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფასაც აახლებს.

„Chiron”-ის ყველა ტელემეტრიული მონაცემები ბუგატის მოლსჰაიმის ტექნიკურ ცენტრში იყრის თავს. ეს გენიალური სისტემა „Chiron”-ის აგრეგატებისა და სისტემების (ძრავა, ტრანსმისია, მუხრუჭები, განათება, კლიმატ კონტროლიც კი და სხვა.) მართვის სისტემიდან გამოგზავნილ უამრავ სიგნალს ღებულობს და აანალიზებს. მსგავსი სერვისი ქონდა Bugatti "Veyron"-ს თუმცა „Chiron”-ისგან განსხვავებით  24 საათიან ლაივ რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

თანამგზავრული სისტემების წყალობით კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მიუსვლელად ახდენენ ავტომობილის დიაგნოსტიკას და ადგენენ ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის გეგმას კლინტთან გამგზავრებამდე. „Chiron”-ის ელექტრონიკაში არსებული ზოგიერთი პრობლემის მოგვარება, საერთოდაც, შესაძლებელია დისტანციურად მოხდეს.

იმ შემთხვევაში თუ ბუგატი „Chiron”-ი არ გყავს, გახსოვდეს GAC მუშაობს 24 საათიან რეჟიმში იმისთვის, რომ მძღოლებს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი  გზებზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ნებისმიერი ავტო გაუმართაობის დროს დარეკე ნომერზე *2000. დეტალური ინფორმაციისთვის: http://www.gac.ge/services.php