ბლოგი

ამ ძალიან პატარა მანქანის დამსახურებაა BMW-ს დიდი წარმატება!



ამ ძალიან ძალიან პატარა მანქანამ ძალიან ძალიან დიდი როლი ითამაშა BMW-ს ისტორიაში.

არადა, Isetta რეალურად არც კი იყო BMW. გერმანელებმა მისი ლიცენზია მაცივრის იტალიური მწარმოებლისგან Iso-სგან შეიძინეს.

მიუხედავად იმისა, რომ არც სწრაფია და არც დიდი ვიზუალური სილამაზით გამოირჩევა, ნამდვილი BMW-ს ფანები მას უნდა აფასებდნენ. სწორებ Isetta-ს დამსახურებაა, რომ BMW-მ შეძლო გრანდიოზული მანქანები ეწარმოებინა. დიახ, სწორედ ამ პატარა დიდი Isetta-ს დამსახურებაა ბავარიელების ფინანსური წარმატება.

შუა 50-იანებში ბავარიელებს მხოლოდ 502, 503 და 507 ყავდათ პროგრამაში, მაგრამ ფულის შოვნა ნამდვილად ვერ მოახერხეს, მათი მაღალი საბაზრო ფასის გამო (წარმოებაც ძვირი უჯდებოდათ).

Isetta კი მხოლოდ 2500 გერმანული მარკა ღირდა. ეს თანხა კი, 1200 მარკით იაფი იყო Volkswagen beetle-ზე. სწორედ ამიტომ, ფართო მასებისთვის გახდა ხელმისაწვდომი და ბევრმა შეძლო აეხდინა ოცნება ქონოდა საკუთარი ავტო.

Isetta-ს დამსახურებაა, რომ BMW-მ შეძლო დაეფინანსებინა მისი, ასე ვთქვათ, „ახალი კლასი“, რომლითაც 60-იანებში BMW-ს სპორტული იმიჯი განვითარდა.

მიუხედავად ყველაფრისა Isetta ცოტათი, მაგრამ მაინც არის BMW, რადგან მეორე სერიის Active Tourer-სგან განსხვავებით აქვს უკანა ამძრაობა.

მონაცემებს რაც შეეხება: 12 ცხენის  ძალის მქონე 4 ტაქტიანი 1 ცილინდრიანი ძრავის მაქსიმალური სიჩქარე 85 კმ/სთ-ია. 100 კილომეტრზე მხოლოდ 3,5 ლიტრ საქვავს მოიხმარს და მხოლოდ 360 კილოგრამს იწონის.