ბლოგი

Vision iNext BMW-ს მომავლის ელექრტომობილი



BMW-მ სრულიად ახალი კონცეპტი Vision iNext წარმოადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს მოდელი არის განსახიერება იმისა თუ როგორი იქნება მათი ელექტრო ქროსოვერი 2021 წლისთვის.

Vision iNext არის X5-ის ზომის ქროსოვერი თუმცა, უფრო ტევადი გახლავთ ელექტროტექნოლოგიების გამოყენების წყალობით.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ ეს კონცეპტი უდიდეს წვლილს შეიტანს BMW-ს მომავლის ელექტრომობილებისა და ავტონომიური მანქანების ქსელის მშენებლობაში. სწორედ Vision iNext-ი ჩაუდგება სათავეში BMW-ს i ხაზს.

ექსტერიერს რაც შეეხება, iNext-ს გააჩნია დაწვრილებული ოტპიკა, განსხვავებული ვიზუალის ცხაურა, რომელიც გამოიყენება როგორც „ინტელექტუალური პანელი“ და აღჭურვილია უამრავი სენსორით, რაც ეხმარება ავტოს დამოუკიდებლად გადაადგილებაში.

iNext-ს აქვს ორი რეჟიმი: 1. Boost mode რომლის საშუალებითაც მფლობელს შეუძლია თავად მართოს ავტო და 2. Easy mode ავტომ აიღოს მართვის პასუხისმგებლობა.

ინტერიერს რაც შეეხება მინიმალიზმი, მისი სრული არსით, დაცულია. სალონი უამრავი ტექნოლოგიურ სიახლეს მოიცავს და „shy tech”-ის  დახმარებით აქტიურდება თითის დაჭერით შესაბამის ადგილას ან ხმოვანი რეჟიმით (საკმარისია თქვა “Hey BMW”), რამაც უამრავი ღილაკი ჩაანაცვა და iNext-ს კიდევ უფრო დიდი სივრცე შეუქმნა.

პანორამული სახურავი, დიდი ფანჯრები, მაღალი ხარისხის ნაზი ხე და სავარძლების დიზაინი  „ბუტიკური“ სასტუმროს კომფორტს ქმნის და მგზავრებს უქმნის გარემოს სადაც უბრალოდ მგზავრობა კი არა დასვენებაც შეუძლიათ, სწორედ ამის მიღწევა სურდა კომპანიას.

ცნობილი გახდა ასევე, რომ iNext-ი მოირგებს iX3-ის ტექნოლოგიას, რაც საშუალებას მისცემს მხოლოდ 4 წამში შეძლოს აჩქარება 0-დან 100კმ/სთ-მდე. ერთჯერადი დამუხტვით კი 600კმ-ის დაფარვას შეძლებს.

2021 წლისთვის Vision iNext BMW აქტიურად ჩაეშვება წარმოებაში.