ბლოგი

უიშვიათესი Porsche “Schuppan 962CR”



რა გსმენიათ Porsche “Schuppan 962CR”-ის შესახებ? გასაკვირი ნამდვილად არ იქნება თუ პორშეს ამ მოდელზე მხოლოდ ახლა კითხულობთ პირველად.

ავტომობილი შექმნილია ავსტრალიელი მრბოლელი ვერნ შუპანის მიერ. 1983 წელი ნამდვილად წარმატებული იყო შუპანისთვის, მან მოიგო 24 hours of Le Mans-ისა და All Japan Sports Prototype Championship-ის ტიტულები.

24 hours of Le Mans-ის რბოლაზე Porsche 962-ით გამოდიოდა შუპანი და სწორედ ეს ავტო გახდა Porsche “Schuppan 962CR”-ის „ინსპირაციის“ წყარო. პორშე 962-ის ბაზაზე შეიქმნა შუპანის ავტო პორშეს კომპანიის მხარდაჭერით.

Porsche “Schuppan 962CR”-ის ძარა მთლიანად ნახშირბოჭკოსგანაა დამზადებული და აღჭურვილია Porsche 962-ის რამდენიმე ნაწილით.

რაც შეეხება სიმძლავრეს, აღჭურვილია 3,3 ლიტრიანი წყლით გაგრილებადი 6 ლიტრიანი KKK ორმაგად ტურბირებული ძრავით, რომელიც ჯამში 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტო უკანა ამძრაობისაა და ხუთ სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს. მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ-ია. 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის კი მხოლოდ 3,5 წამი სჭირდება. ავტომობილი 1050 კილოგრამს იწონის, მისი სიგრძე 4280 მმ-ია, სიგანე 1999 მმ ხოლო სიმაღლე 1074 მმ.

Porsche “Schuppan 962CR” დამზადებულია დიდ ბრიტანეტში 1992-1994 წლებში და მხოლოდ 6 ეგზემპლარი შეიქმნა. ჯერ კიდევ 1994 წელს ავტოს ფასი გახლდათ 1,5 მილიონი დოლარი.

მეტი საინტერესო თემებისთვის ეწვიეთ ლინკს: http://www.gac.ge/blog.php