ბლოგი

პირველი ისტორიული მოგზაურობა პირველი ავტომობილით



ქალი საჭესთან ხშირად საქილიკო თემაა და გვავიწყდება, რომ სწორედ ქალბატონი გახლდათ რომელმაც პირველად გაატარა პირველი ავტომობილი.

სწორედ ამ ფაქტს მიუძღვნა Mercedes-benz-მა მისი ვიდეორგოლი, რომელიც რეკონსტრუქციაა რაელური ამბისა. ვიდეოში ნაჩვენებია თუ როგორ გაატარა ბერტა ბენცმა პირველი ავტომობილი, რა გააკეთა როცა ტექნიკურ პრობლემას გადააწყდა და როგორ გაკვალა პირველი გზა ავტომობილების ინდუსტრიაში.

ბერტა ბენცი, კარლ ბენცის მეუღლე გახლდათ, რომელმაც მსოფლიოში პირველი ავტომობილი შექმნა.

ბერტა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ავტომობილი მზად იყო გზებზე გამოსაცდელად, თუმცა კარლ ბენცი სრულიად საპირისპიროდ ფიქრობდა.

ალბათ სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ 1888 წლის აგვისტოს თვეში, ბერტამ ქმრის დაუკითხავად  გამოიყვანა Patent-Motorwagen Modil III და  მანჰეტენიდან პფორცჰეიმამდე წარმატებით ჩავიდა. სწორედ ეს 106 კილომეტრიანი მანძილი გახდა ისტორიული ავტოსამყაროში. დანიშნულების ადგილის მიღწევა ბერტამ მეუღლეს ტელეგრამით აცნობა, 3 დღეში კი უკან დაბრუნდა.

ბერტა განსაკუთრებული ტექნიკური ნიჭი ქონდა და ის მუდამ არწმუნებდა კარლს, რომ ავტომობილის შექმნაში დახარჯული დრო და დიდძალი ფული მათ დაუფასდებოდათ და ნამდვილად არ შემცდარა.

სხვა საინტერესო თემებისთვის გადადით ლინკზე: http://www.gac.ge/blog.p

იხილეთ ვიდეო: https://www.youtube.com/watch?time_continue=136&v=JBL_G-C51Dk