ბლოგი

დონალდ ტრამპის „მხეცი“



ამერიკის საპრეზიდენტო მანქანა Cadillac ONE რომელიც „Beast”-ის ანუ „მხეცი“-ს მეტსახელითაა ცნობილი,  შექმნილია, რა თქმა უნდა, სპეც შეკვეთით „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი „Cadillac”-ის მიერ და იწონის 8 ტონას.

კარები: დაახლოებით 20 სმ-ის სისქისაა, შესაბამისად პრეზიდენტი დაცულია ქიმიური თუ ბიოლოგიური თავდასხმისგან.

ფანჯრები: 5 ფენა შუშის და პოლიკარბონატისგანაა შექმნილი და უძლებს ჯავშანგამძლე ტყვიებს. იხსნება მხოლოდ მძღოლის ფანჯარა ისიც დაახლოებით 8 სანტიმეტრზე.

ბორბლები: კერვალის მასალისგანაა დამზადებული და დაშვების შემთხვევაშიც შეძლებს მანქანა სიარულს.

შასი: რომელიც ნაღმის აფეთქებასაც უძლებს დამზადებულია ფოლადის ჯავშნიანი ფენით.

ძარა: დაახლოებით 13 სანტიმეტრიანი სამხედრო დანიშნულების ფოლადისგანაა დამზადებული.

მანქანის სალონი: უკანა ნაწილი გამოყოფილია შუშის ტიხრით, სადაც განლაგებულია განგაშის ღილაკი და ჟანგბადით ავტონომიურად მარაგდება. სალონში არის სატელიტური ტელეფონი რომელიც პირდაპირ პენტაგონს და ვიცე პრეზიდენტს უკავშირდება.

საწვავის ავზი: შევსებულია სპეციალური დაჯავშნული კაფით, რომელიც გამორიცხავს საწვავის აფეთქებას ჭურვის მოხვედრის დროს.

თავდაცვის საშუალებები: რადიატორის ცხაურში ინახება იარაღები ასევე მხეცი აღჭურვილია ცრემლსადენი გაზის გამფრქვევით.

მანქანის საბარგულში არის ყუთი, სადაც ინახება პრეზიდენტისთვის გადასასხმელი სისხლი.

სხვა საინტერესო თემებისთვის გადადით ლინკზე: http://www.gac.ge/blog.php