ბლოგი

ის, რაც ყველაზე გამოცდილ მძღოლსაც ეშლება!



მძღოლებს ამ ნივთების მუდმივად ავტომობილში შენახვა ზედმეტად მიაჩნია, ბევრი კი მის აუცილებლობას მანამ ვერ გრძნობს, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგება. მწარე სიმართლე კი ისაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები საკმაოდ ხშირია და არასოდეს იცი, როდის აღმოჩნდები მსგავს სიტუაციაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სერვისის დანიშნულებაა დღე-ღამის ნებისმიერ დროს გაგიწიოთ ავტო დახმარება, გადავწყვიტეთ ამ თემაზეც გვესაუბრა.

 

სამწუხაროდ, ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის კარგ ამინდში არ ხდება და დამხმარე ავტომობილის პოვნაც არაა მარტივი. მსგავს პრობლემას ყოველდღიურად უამრავი ავტომფლობელი აწყდება. ასეთ დროს, შესაბამისი აღჭურვილობა ნამდვილად შეგვიმსუბუქებდა მდგომარეობას, იმის მიუხედავად, გვეგულება ვინმე მშველელი თუ არა. გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა იგულისხმება “გადაუდებელი დახმარების ნაკრებში”.

 

  • პირველ რიგში, ბოლომდე დამუხტული მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ, ეს იქნება თქვენი პირადი მობილური. არ დაგავიწყდეთ, დამუხტოთ ყოველ ჯერზე, როდესაც მანქანაში ჩასხდებით.

  • აფთიაქი. დოლბანდის საფენების გარდა, იქონიეთ წებოვანი სამედიცინო ლენტი, ასპირინი, ანტისეპტიკური ხელსახოცები, კრემი ან მალამო.

  • ცეცხლმაქრი. გაითვალისწინეთ, რომ ცეცხლმაქრი გათვლილი უნდა იყოს B და C კლასის ხანძარზე. B ტიპის ხანძარი ნიშნავს - საწვავი სითხის წვას, როგორიცაა ნავთი, ბენზინი ან დიზელი. C კლასის ხანძარს მიეკუთვნება ელექტროსისტემით, კერძოდ, გადამრთველებით, პანელებითა და ბატარეებით გამოწვეული ცეცხლი.

  • გამაფრთხილებელი სამკუთხა ნიშანი - სამი ცალი. გახშირებული მოძრაობისას ერთიმეორისგან თანაბარი დაშორებით რომ დადგათ.

  • მანომეტრი - მიუხედავად იმისა, ხედავთ ამის საჭიროებას თუ არა, პერიოდულად, მაინც შეამოწმეთ ჰაერის წნევა საბურავებში.

  • ჰერმეტიკი - სწრაფი და იაფი საშუალება, შეაკეთოთ საბურავი.

  • აკუმულატორის სადენი დამჭერებით (ჩვენ რომ "პერემიჩკებს" ვეძახით).

  • ფანარი და სარეზერვო ბატარეები. უმჯობესია, თუ ფანარი წყალგაუმტარი იქნება.

  • ხელთათმანები, პატარა პირსახოცები, წებოვანი ლენტი

  • საკმარისად მკვრივი თოკი, რომ 3000 კგ-მდე დატვირთვას გაუძლოს.

  • მრავალფუნქციური ხელსაწყოები, მაგალითად, როგორიცაა შვეიცარიული სამხედრო დანა.

  • საწვიმარი. თუნდაც, უბრალო.

ეს ის მინიმალური ჩამონათვალია, რომელიც თავის დაზღვევის მიზნით, უმჯობესია გქონდეთ მანქანაში. თანაც, ასე უფრო საიმედოდ იგრძნობთ თავს. თუ თვლით, რომ ჩამონათვალს რაღაც დავაკელით ან ზედმეტად დავამატეთ, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება.