ბლოგი

Aston Martin Lagonda Vision - ნულოვანი წვით!



სუნთქვის შემკვრელი დიზაინის მიუხედავად, Aston Martin Lagonda Vision ავტომობილთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთა სრულყოფილების ასახვა ფოტოზე საკმაოდ რთული ამოცანაა. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ის ჟენევის წლევანდელი ავტოშოუს ერთ-ერთი ფავორიტია!

ულტრათანამედროვე კონცეფციის მიუხედავად, Lagonda-სგან მაინც გვრჩება ვინტაჟურობის განცდა, თითქოს იმ ძველ დროში გვაბრუნებს. ძვირფას სალონში დაგებულია ფუმფულა ხალიჩა, ხელით დამუშავებული საზურგე ნატურალური ბეწვისგანაა დამზადებული, ხოლო ყველა სხვა დეტალი იუველირის სიზუსტით გამოყვანილი.

180 გრადუსით მბრუნავი სავარძლები დასაძინებლადაც არის გათვლილი და მოსაუბრესთან პირისპირ დასაჯდომადაც კომფორტულია. სალონში სივრცე დიდია, ხედი 360 გრადუსით არის ხილული, ხოლო მინიმალისტური საჭე ეკრანითაა აღჭურვილი, სადაც ტექნიკური ინფორმაცია გამოდის. 

თუმცა, შოკისმომგვრელი დიზაინის მიუხედავად, Lagonda პოზიციონირებას მაინც ნულოვანი გამონაბოლქვით აპირებს. კომპანია ირწმუნება, რომ ავტომობილი არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. Lagonda-ს ელემენტი, დამუხტვიდან დამუხტვამდე, 640 კმ-ის გავლაზეა გათვლილი. EZ-Go-ს მსგავსად, უკაბელო ინტერნეტისა და სმარტფონის დამუხტვის საშუალება“ლაგონდაშიც” გექნებათ. 

ჩვენ ვახსენეთ, რომ “ლაგონდა” ბაზარს უბრუნდება. საქმე ისაა, რომ ბრიტანული ბრენდი Lagonda, ჯერ კიდევ 1947 წელს შეიძინა Aston Martin-მა (52 500 ფუნტი სტერლინგად) და წლების მანძილზე ჯეიმს ბონდის პერსონაჟის განუყოფელი თანამგზავრიც იყო, ახლა კი კვლავ განაგრძობს ავტომოყვარულების გაოცებას ექსტრაორდინალური კონცეფციის Lagonda Vision-ის საშუალებით, რომლის წარმოებაც 2021 წლიდან იგეგმება.