ბლოგი

PORSCHE C88 რა იცით მასზე?



ალბათ ცოტას თუ სმენია PORSCHE C88-ს შესახებ. C88 მხოლოდ კონცეპტუალური მანქანაა, თუმცა ვიცით, რომ პორშე არ აკეთებს კონცეპტებს და თუ აკეთებს მალევე უშვებს წარმოებაში. C88 იშვიათი გამონაკლისია.

90-იან წლებში პორშეს ფინანსური კრიზისი ჰქონდა და ცდილობდა თანხების მოძიებას ახალი სპორტული მანქანის „BOXSTER”-ის საწარმოებლად. 1994 წელს ჩინეთის სახელმწიფომ ტენდერი გამოაცხადა, რომლის მიზანი ჩინური საბიუჯეტო ავტომობილის შექმნა იყო და პორშემაც გადაწყვიტა ფინანსური რესურსების მოსაზიდად მიეღო მონაწილეობა კონკურსში.

მოთხოვნებში განსაზღვრული იყო, რომ მანქანა 5 ადგილიანი ყოფილიყო, ხელმისაწვდომი ფასით. პორშემ სულ რაღაც 4 თვეში შეძლო  ახალი პროექტის და კონცეპტუალური მოდელის შექმნა.

მოდელის დასახელებაც საგულდაგულოდ შეირჩა C (Comfort and Cheap) კომფორტთან და სიიაფესთან ასოცირდებოდა, ხოლო  88 ჩინელი ხალხისთვის იღბლიან რიცხვია. გარდა ამისა, გასაყიდი ფასი 88, 000 ათასი იანი უნდა ყოფილიყო.

ლოგოც სრულიად განსხვავდება  პორშეს არსებული ლოგოსგან და ასოცირდება მშობლებთან და 1 შვილთან.

C88-სთვის ძრავაც ახალი შეიქმნა. 4 ცილინდრიანი, 1,1 ლიტრიანი აგრეგატი, რომლელიც 65 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მასთან წყვლიში 5 საფეხურიანი მექანიკური კოლოფი მუშაობდა. C88 მხოლოდ 980 კილოგრამს იწონიდა და 16 წამში 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეეძლო. მაქსიმალური სიჩქარე 165 კმ/სთ ჰქონდა და 100 კილომეტრზე მხოლოდ 5,8 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

1995 წელს პროექტი გაურკვეველი მიზეზების გამო დაიხურა და შესაბამისად გამარჯვებულიც არ გამოვლენილა. პორშემ ინდოეთში სცადა C88-ის გაყიდვა, თუმცა ეს პროექტიც ჩავარდა და ერთადერთი ადგილი სადაც C88 თავის დამკვიდრება მოახერხა ეს პორშეს მუზეუმია.