ბლოგი

რეკორდისთვის შექმნილი Mercedes-Benz T80



Mercedes-Benz T80 შეიქმნა სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად ფერდინანდ პორშეს მიერ 1939 წელს.

იმ დროისთვის საუკეთესო გერმანელმა მრბოლელმა ჰანს შტუკმა პროექტი შეიმუშავა, რომელიც მიზნად ისახავდა  სიჩქარის რეკორდის მოხსნას და დააინტერესა Mercedes-Benz-ი, ხოლო კომპანიამ პროექტზე სამუშაოდ სწორედ პორშე მოიწვია.

შტუკი ჰიტლერის საყვარელი მრბოლელი გახლდათ, შესაბამისად ფიურერის დაინტერესებაც გამოიწვია აღნიშნულმა პროექტმა და მისი ლობირებით  სამუშაოები 1937 წელს დაიწყო.

პროექტის დასაწყისში  T80-ის სიჩქარე 550 კმ/სთ უნდა ყოფილიყო, თუმცა ბრიტანელებმა 600 კმ/სთ-მდე გაზარდეს და გაიზარდა გერმანელების მიზანიც, ორიენტირად 750 კმ/სთ იყო აღებული.

Mercedes-Benz T80-სთვის შეიქმნა 44,5 ლიტრიანი V12 ძრავა, რომელიც 1 ტონამდე იწონიდა და 3000 ცხენის ძალას ავითარებდა. ძრავის საწვავი მეთანოლის, ბენზინის, ეთანოლის, აცეტონის, ნიტრობენზინის, საავიაციო საწვავის და სხვა მინარევებისგან შედგებოდა.

T80-ს ექვსი ბორბალი აქვს, სიგრძე 8,24 მეტრს აღწევს, სიგანე კი 3,20 მეტრს, მისი სიმაღლე 1,74 მეტრია. მეტწილად ალუმინისგან არის დამზადებული და 2,896 კილოგრამს იწონის.  T80-ის აეროდინამიკაზეც საგულდაგულოდ იმუშავეს და ჰორიზონტალური ფრთებით აღჭურვეს, საბოლოოდ კი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0,18-ს აღწევდა.

მისი შექმნა 600 000 რაიხსმარკა დაჯდა.

პირველი გარბენის თარიღი ჩანიშნული გახლდათ, 1940 წლის იანვარი ბერლინი-ჰალე/ლაიპციგის ავტობანზე, თუმცა დაწყებულმა მეორე მსოფლიო ომმა გეგმა ჩაშალა.

ამჟამად ეს უნიკალური ავტომობილი Mercedes-Benz-ის შტუდგარდის მუზეუმში ინახება, თუმცა არსებობს მისი რესტავრაციის  და ავტობანზე ტესტირების სურვილი.  ვნახოთ თუ შეძლებს ჩვენს ეპოქაში განავარდებას შავი ჩიტი-როგორც ის ჰიტლერმა მონათლა.