ბლოგი

მცურავი ავტომობილი „Concept One”



ალბათ ყველას გვახსოვს 2011 წელს ცუნამის შედეგები იაპონიაში. სწორედ ეს მოვლენა გახდა ჰიდეო ცურუმაკის ინსპირაციის წყარო, რომელიც ტოიოტას ყოფილი თანამშრომელია და შექმნა გოლფის მანქანის გაბარიტების მქონე ელექტრომობილი. თითქმის არაფერია განსაკუთრებული  ამ ელექტრომობილში თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იგი წყალში არ იძირება და მეტიც, ცურავს.

ტოიოტა წარმატებული კარიერის მიუხედავად ცურუმაკიმ 2012 წელს დატოვა და საკუთარი კომპანია “FOMM” ჩამოაყალიბა. მოგვიანებით კი, საკუთარი ხელით ააწყო პირველი ავტომობილიც.

ამასთან ერთად, ის სამი წლის განმავლობაში ტოკიოს უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ერთად მუშაობდა მართვის ისეთი სისტემის შექმნაზე, რომელიც წყლის ზედაპირზე გადაადგილების საშუალებას მისცემდა.

საბოლოოდ გადაწყდა გამოეყენებინათ ტურბინისებრი საბურავები. აღნიშნულ საბურავებს წყლის ამოხვრეპა შეუძლია და ავტომობილის გამფრქვევს აწვდის, რომლის გატყორცნილი წყლის ძალითაც მანქანა მოძრაობს.

2016 წელს „ტრაინექს ასეტსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად „FOMM“-მა მცურავი ელექტრომობილის აგება მოახერხა და 2018 წლის ბოლოდან იგეგმება მისი წარმოებაში ჩაშვება.

მანქანის სახელი ჯერ არ არის შერჩეული და დროებით მას „Concept One-ით მოიხსენიებენ. მისი ელექტრო ძრავა 14 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სრულად დამუხტული ელემენტის შემთხვევაში 160 კილომეტრის გავლა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია.

ავტომობილის ფასი 18, 153$-ს აღწევს მომწოდებლებთან გარკვეული პრობლემების გამო, თუმცა ცურუკამი იაზრებს იმ აზრს, რომ ამ ფასად გაცილებით დიდი ავტომობილის შეძენაა შესაძლებელი და ცდილობს „Concept One-ის ფასი 5000$-მდე  შემცირდეს.