კარიერა

ტექნიკური ჯგუფის თანამშრომელი თბილისში

31.08.2018-31.09.2018

GAC აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის (მძღოლის) პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • დროულად გამოცხადდეს ინციდენტის ადგილზე;
  • დეტალურად შეისწავლოს ინციდენტის არსი და მაქსიმალურად შეეცადოს პრობლემის ადგილზე აღმოფხვრას;
  • სამუშაოს დასრულებისას მიაწოდოს შესაბამისი მონაცემები ქოლცენტს/უშუალო ხელმძღვანელს;
  • თუ ვერ ახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, აცნობოს ქოლცენტრს/უშუალო ხელმძღვანელს, რომ საჭიროა ავტომანქანის ევაკუაცია;
  • უზრუნველყოს ავტომანქანის შემდეგ ცვლაზე გადაბარება (გამართულ მდგომარეობაში, მოწესრიგებული სამუშაო იარაღებით)
  • ავტომანქანაზე/ სამუშაო ხელსაწყოებზე პრობლემის არსებობის შემთხვევაში საქმის კურსში ჩააყენოს კოლეგა (შემდეგი ცვლა);
  • დაიცვას და მოუაროს სამსახურეობრივ ავტომანქანას, მუდმივად იყოლიოს მოწესრიგებულ მდგომარეობაში (როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი);
  • იზრუნოს სამუშაო ხელსაწყოების სუფთა მდგომარეობაში შენახვა/ტარებაზე;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური ან პროფესიული განათლება
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება ავტო ტექ. მომსახურების მიმართულებით
  • ავტომანქანის ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა და უნარი;
  • მართვის მოწმობა: B და C კატეგორია;
  • ლოგიკურად აზროვნების უნარი, პრობლემის ანალიზისა და მისი აღმოფხვრისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი; დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა გამოგზავნონ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@gac.ge ან მოგვწერეთ კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/GeorgianAutomobileClub/. რეზიუმეს გამოგზავნისას გთხოვთ, სათაურის ველში „subject” მიუთითოთ ვაკანსიისა და ქალაქის დასახელება.