მძღოლის მომსახურება

ავტომობილის წაყვანა გასარეცხად, ტექდათვალიერებაზე, ზეთის გამოსაცვლელად ან ავტოსერვისში. გამოძახებისას მოდის კომპანიის მძღოლი, იბარებს კლუბის წევრის ავტომობილს მიღება-ჩაბარების აქტით, მიჰყავს შესაბამისი სერვისისათვის და ავტომობილი პროცესის დასრულებისთანავე ასევე მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება კლუბის წევრს. მძღოლის სერვისის რაოდენობა განისაზღვრება ბარათზე არსებული ევაკუაციისა და ტექ. დახმარების საერთო რაოდენობით.