გამარკვებულები:
იუნიორთა კლასში
1. დიმა ქობულია.
2. გიორგი კოდუა.
3. თორნიკე კიკნაველიძე.
მოყვარულთა შორის
1. რამაზ ოდიშელიძე.
2. ზვიად ადეიშვილი.
3. გიორგი ბეჟიტაშვილი.
და ბოლოს ყველაზე საინტერესო და მთავარი "პროფესიონალბს" შორის.
1. არჩილ ბიძინაშვილი.
2. ოთარ თავართქილაძე.
3. გიორგი ოგბაიძე.
11 აგვისტოს, ბათუმში, ყოფილი სასტუმრო მედეას მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება მოყვარულ ავტომობილისტთა შეჯიბრი ფორმატით: წყვილთა რბოლა.

"BRIDGESTONE"-ის საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი,
"თეგეტა მოტორსი" გვჩუქნის ამ სანახაობას და აწესებს პრიზებს. პირველი ადგილი
500$ თეგეტა მოტორსის კუპონი, მეორე ადგილი
300$თეგეტა მოტორსის კუპონი, მესამე ადგილი
200$.თეგეტა მოტორსის კუპონი
ვეპატიჟებით ყველას ვინც თვლის, რომ კარგად მართავს თავის
"რკინის მეგობარს". გაიმარჯვეთ, მიიღეთ თქვენი ფულადი პრიზი და გაიხანგრძლივეთ ზღვაზე დასვენება.
12 აგვისტოს, ბათუმის ყოფილ უღელტეხილზე პროფესიონალი მრბოლელები ისევ და ისევ
"თეგეტა მოტორსის" თანადგომით, საავტომობილო რალში შეეჯიბრებიან ერთმანეთს. საპრიზო ფონდი სოლიდურია, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი მრბოლელები ერთმანეთს სანტიმეტრს არ დაუთმობენ.

მაშ ასე. ორდღიანი ძრავთა გუგუნი აჭარაში. დაისვენეთ, გაერთეთ და ისიამოვნეთ.