ბლოგი

juba



 

თუ გსურთ ნებრიმიერი სახის დახმარება  დარეკეთ *2000 OK

 


juba სერვისების ჩამონათვალი:


Juba გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: ევაკუატორი, ავტოამწე, სპეც-ტექნიკა, საწვავის მიწოდება, საბურავის შეკეთება, ავტომობილის დაქოქვა, ახალი აკუმლიატორის ადგილზე მიტანა, ფხიზელი მძღოლის მომსახურება, ავტომანქანის ჩაკეტილი კარის გაღება და სხვა.

  • ევაკუატორის მომსახურება Juba:

ევაკუატორის მომსახურება - კომპანია juba გთავაზობთ ევაკუატორის მომსახურებას, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ასევე მის ფარგლებს გარეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ევაკუატორის მომსახურება მანძილზეა მანძილზეა დამოკიდებული, ევაკუატორის ტარიფები მანძილის მიხედვით განსხვავდება ერთმანეთისგან.

  •  ჯუბა -ავტოამწით მომსახურება

კომპანია juba გთავაზობთ ავტოამწით მომსახურებას, საუკეთესო ფასად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომელსაც შეასრულებენ კვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები.

  •  სპეც-ტექნიკით მომსახურება:

კომპანია JUBA გთავაზობთ სპეციალიზებული ნახევარმისაბმელით (სპეც-ლაფეტით) გაბარიტული და არაგაბარიტული ტექნიკის გადაზიდვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმოკლეს დროში და საუკეთესო ხარისხით. (ტექნიკისა და ტვირთის გადატანა მოხდება, როგორც სტანდარტული ასევე ე.წ ვანა-მისაბმელის გამოყენებით).

  • საწვავის მიწოდება

კომპანია juba გთავაზობთ საწვავის მიწოდებას უმოკლეს დროში, დღის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას.
 

  • საბურავის შეცვლა

კომპანია ჯუბა გთავაზობთ საბურავის ადგილზე შეცვლას, დაბერვას, მექანიკურ სახელოსნოში შესაკეთებლად წაღებას ასევე მისამართზე მიტანას და მონტაჟს.

  • ავტომობილის დაქოქვა

კომპანია  juba გთავაზობთ ავტომობილის დაქოქვის სერვისს ე.წ პერემიჩკით საუკეთესო ფასად და უმოკლეს ვადაში.

  • ახალი აკუმლიატორის ადგილზე მიტანა

კომპანია ჯუბა გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის აკუმულიატორებს ერთწლიანი გარანტიით მისამართზე მოტანით და მონტაჟით.

  • ფხიზელი მძღოლის მომსახურება

კომპანია ჯუბა გთავაზობთ ფხიზელი მძღოლის მომსახურების სერვისს. თქვენ მოგემსახურებიან კავალიფიციური და გამოცდილი მძღოლები, რომლებიც თქვენივე ავტომანქანით მიგაბრძანებენ დანიშნულების ადგილზე.

  • ავტომანქანის ჩაკეტილი კარის გაღება 

კომპანია ჯუბა გთავაზობთ ჩაკეტილი ავტომანქანის კარის გაღების სერვისს.

პარტნიორები:
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ჯუბა საქართველოს ბაზარზე 14 წელია ოპერირებს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი პარტნიორი გახდა არაერთი მსხვილი ორგანიზაცია, მაგალითად როგორებიცაა: თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი, ბარამბო, სილქნეტი, თეგეტა მოტორსი, კია, ტოიოტა, პროკრედიტ ბანკი, პსპ დაზღვევა, შპს დაგი, ჰაიდელბერგ ცემენტი და ა.შ.

კონკურენტები:

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ბაზარზე მაღალია კონკურენცია, კომპანიები ცდილობენ თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზონ რაღაც ახალი და გამორჩეული, რაც გამოარჩევთ მათ კონკურენტებისგან. ასევე ხშირია ფასით კონკურენცია კომპანიებს შორის, კომპანიები ცდილობენ დაბალი ფასებით მოიზიდონ კლიენტურა. „ავტო დახმარება juba“ განაგრძობს განვითარებას ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვითა და არსებულის სრულყოფით ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს დარგის განვითარებაში.


ჯუბა დაარსდა 2005 წელს, კომპანია JUBA -ს ბაზარზე 14 წლიანი გამოცდილება აქვს და შესაბამისად ბაზრის პიონერი და ლიდერია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ბაზარზე მოსახლეობის დიდი ნაწილი მეორად ავტომობილებს იძენს, რომლებსაც საშუალო გამავლობაზე მეტი აქვთ ათვისებული და შესაბამისად, მანქანებს ცვეთის დიდი ნაწილი უკვე დარიცხული აქვთ, ხშირია ისეთი შემთხვევები როდესაც, დაუგეგმავად, ავტომობილი ფუჭდება და გზებზე ტექნიკური დახმარება გვჭირდება. მსგავს სიტუაციებში ყოფნისას ხშირად საჭიროა ევაკუატორის მომსახურება თბილისში და მის ფარგლებს გარეთ. ევაკუატორით მომსახურების სიხშირით საქართველოში გამოირჩევა სამი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი და ფოთი. გამომდინარე, იქიდან რომ საქართველოში ხშირად ჩამოჰყავთ მეორადი ავტომობილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და აღნიშნული ავტომობილები ფოთის პორტში ჩამოდის, ევაკუატორის მომსახურება ფოთშიც აქტუალური საკითხია. საქართველოს ბაზარზე, რამდენიმე კომპანიაა რომელსაც შეუძლია აღნიშნული სერვისის გაწევა მძღოლებისთვის. დღეს დღეისობით აღნიშნული ბაზრის ერთპიროვნული ლიდერია ჯუბა.