ბლოგი

დონალდ ტრამპი - ყველაზე ძვირი მანქანა მსოფილოში



 

ამერიკის საპრეზიდენტო მანქანა Cadillac ONE რომელიც „Beast”-ის ანუ „მხეცი“-ს მეტსახელითაა ცნობილი,  შექმნილია, რა თქმა უნდა, სპეც შეკვეთით „ჯენერალ მოტორსის“ პრემიუმ ბრენდი „Cadillac”-ის მიერ და იწონის 8 ტონას.

  • კარები: დაახლოებით 20 სმ-ის სისქისაა, შესაბამისად პრეზიდენტი დაცულია ქიმიური თუ ბიოლოგიური თავდასხმისგან.
  • ფანჯრები: 5 ფენა შუშის და პოლიკარბონატისგანაა შექმნილი და უძლებს ჯავშანგამძლე ტყვიებს. იხსნება მხოლოდ მძღოლის ფანჯარა ისიც დაახლოებით 8 სანტიმეტრზე.
  • ბორბლები: კერვალის მასალისგანაა დამზადებული და დაშვების შემთხვევაშიც შეძლებს მანქანა სიარულს.
  • შასი: რომელიც ნაღმის აფეთქებასაც უძლებს დამზადებულია ფოლადის ჯავშნიანი ფენით.
  • ძარა: დაახლოებით 13 სანტიმეტრიანი სამხედრო დანიშნულების ფოლადისგანაა დამზადებული.
  • მანქანის სალონი: უკანა ნაწილი გამოყოფილია შუშის ტიხრით, სადაც განლაგებულია განგაშის ღილაკი და ჟანგბადით ავტონომიურად მარაგდება. სალონში არის სატელიტური ტელეფონი რომელიც პირდაპირ პენტაგონს და ვიცე პრეზიდენტს უკავშირდება.
  • საწვავის ავზი: შევსებულია სპეციალური დაჯავშნული კაფით, რომელიც გამორიცხავს საწვავის აფეთქებას ჭურვის მოხვედრის დროს.
  • თავდაცვის საშუალებები: რადიატორის ცხაურში ინახება იარაღები ასევე მხეცი აღჭურვილია ცრემლსადენი გაზის გამფრქვევით.
  • მანქანის საბარგულში არის ყუთი, სადაც ინახება პრეზიდენტისთვის გადასასხმელი სისხლი.

თუ ნებისმიერი სახის მანქანის ტექნიკური დახმარება ან ევაკუატორის მომსახურება დაგჭირდათ დაგვირეკეთ * 2000 და OK
24 საათის განმავლობაში მთელი საქართველოს ტერიორიაზე.