იმიტომ რომ, ჩვენი გუნდი, იღებს სრულ პასუხისმგებლობას მოაგვაროს თქვენი მანქანის
ყველა
საჭიროება
ტექ.დახმარება გზაზე გულისხმობს:
თარიღი: 08.06.2021
ერთის მხრივ, “შპს ტრაფიკი“ (საიდენტიფიკაციოკოდი: 405353745, ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა ფშაველას 64ა ელ. ფოსტა: info@gac.ge, ვებ-გვერდი: www.GAC.ge (შემდგომში „ვებ-გვერდი“)) (შემდგომში „GAC“), წარმოდგენილი მისი დირექტორის გიორგი საურის მიერ, და მეორე მხრივ, ინდივიდუალური მეწარმედ რეგისტრირებული ასისტენტი (ზუსტი საიდენტიფიკაციო და სხვა სახის პირადი მონაცემები მიეთითება ასისტენტის პირად აპლიკაციაში) (შემდგომში „ასისტენტი“) და მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური, ან იურიდიული პირი, რომელიც იღებს მომსახურებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და პირობებით (ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“),
მხარეები, აცნობიერებენ რომ ეს ხელშეკრულება განთავსებულია, „GAC“-ის ზემოაღნიშნულ ვებ-გვერდზე და ამ ხელშეკრულებით რეგულირდება მხარეთა ურთიერთ-თანამშრომლობის პირობები. ამასთან, ასისტენტად რეგისტრაციით, სარეგსიტრაციო აპლიკაციაში მითითებული ასასისტენტი /მხარე/ აცხადებს გამოუხმობად თანხმობას, რომლითაც იგი ეთანხმება ამ ხელშეკრულების ყველა პირობას. ამასთან, მომხმარებელი რომელიც ”GAC“-ის ვებ პლათფორმითა და სხვა კომუნიკაციის საშუალებით გამოხატავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასისტეტის მომსახურების/სერვისის მიღების სურვილს და ანხორცილებს სათანადო დავალებას /შეკვეთას/, ასევე უპირობოდ ეთანხმება და ადასტურებს ამ ხელშეკრულებისა და მისი დანართებით გათვალისწინებულ ყველა პირობას.
შესაბამისად, „GAC“-სა და „ასისტენტი“-ს ურთიერთობა რეგულირდება ამ ხელშეკრულების და მისი დანართებით, მათ შორის დანართი N1-ით გათვალისწინებული პირობებით.
ზემოაღნიშნული მხარეები, თანხმდებიან ხელშეკრულების შემდეგ პირობებზე:
1. ხელშეკრულების მოქმედების ფარგლები
1.1 ეს ხელშეკრულება არეგულირებს „GAC“-სა და „ასისტენტი“-ს სამართლებრივ ურთიერთობებს, თანახმად ვებ-გვერდზე განთავსებული ამ ხელშეკრულებისა და მისი დანართი N1 „ვებ-გვერდით სარგებლობის არსებითი პირობები“-თ წარმოშობილ და რეგულირებულ სამართალ-ურთიერთობებს და ამავდროულად „ასისტენტი“ აცხადებს რომ მისთვის ცნობილია და ეთანხმება ამ ხელშეკრულებისა და დანართი N1-ის ყველა პირობებს
2. მხარეთა ურთიერთობის ზოგადი პირობები:
2.1 ”GAC“ არის შუამავალი კომპანია მომხმარებელსა და ასისტენტს შორის.
2.2 “GAC“-ის საქმიანობის მიზანია, რომ დავალებების ან შესყიდვების განხორციელების მსურველი ნებისმიერი მომხმარებელი, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდგომში „მომხმარებელი“) დააკავშიროს - ასისტენტთან, რომელიც დამოუკიდებლად თავისი რისკითა და რესურსებით განახორციელებს მომხმარებლის მიერ მისთვის დავალებულ შესაბამის მომსახურეობას/დავალებას.
2.3 ასისტენტი წარმოადგენს დამოუკიდებელ საგადასახადო სუბიექტს - თვითდასაქმებულ ფიზიკურ პირს, ნებისმიერი სათანადო საგადასახადო სტატუსით, რომელიც თანამშრომლობს “GAC“-სთან ამ ხელშეკრულების ფარგლებში და მომხარებლის მიერ მოთხოვნილი დავალების ფარგლებში დამოუკიდებლად წარმოადგენს მომხმარებელს (წარმომადგენლობა შემდგომში წოდებული, როგორც „ასისტენტი“) ავტოსერვისების და ავტოპროდუქტების რელიზაციის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.
2.5 ასისტენტის დამოუკიდებელი სერვისის განხორციელების დროს ასისტენტი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მომხმარებლის დავალება და განახორციელოს ამ უკანასკნელის მიერ მინიჭებული უფლებამოსილება და მომხარებლისთვის ნებისმიერი ზიანის მიყენების შემთხვევაში ინდივიდუალურად პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
2.6 ყველა ზემოაღნიშნულ შემთხვევაში “GAC“ ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს, შესაბამისად, არ იღებს არანიერ პირდაპირ, ირიბ და სხვაგვარ პასუხისმგებლობას ასისტენტისა და ავტოსერვისების და ავტოპროდუქტების რელიზაციის განმახორციელებელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე.
3. ხელშეკრულების ძირითადი პირობები
3.1 ამ ურთიერთ-თანამშრომლობის ხელშეკრულებით, “GAC“ უზრუნველყოფს მისი ვებ-გვერდის პლათფორმისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით ასისტენტს და მომხმარებელს შორის კომუნიკაციას და მედიაციას.
3.2 ამ ხელშეკურლებით ასისტენტი იღებს ვალდებულებას რიგითობის მიხედვით თანმიმდევრულად მიიღოს და შეასრულოს “GAC“-ის გამოგზავნილი ნებისმიერი მომხმარებლის შეკვეთა. ამასთანავე იგი აცხადებს თანხმობას მომხმარებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს მომხმარებელი ავტოსერვისების განმახორციელებელ/ავტონაწილების გამყიდველ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან - განახორციელოს ასისტენტის მომსახურება/სერვისი.
4. ასისტენტისრეგისტრაცია
4.1 რეგისტრაციისათვის ასისტენტი ვალდებულია:
4.1.1 “GAC“-ის წინასწარ მიაწოდოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მართვის მოწმობის ასლი, ცნობა ნასამართლეობის შესახებ, ცნობა ნარკოლოგიური შემოწმებისა და აღრიცხვიანობის არ არსებობის შესახებ, ფოტოსურათი (“GAC“-ის მიერ მოთხოვნილი ფორმატით), თავის სახელზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი საცხოვრებელის მისამართი, ანგარიშსწორების და ასისტანსის განსახორციელებლად საჭირო საბანკო ანგარიში;
4.2 ასისტენტის მიერ ”GAC“-სთვის მიწოდებულ ინფორმაციაში/დოკუმენტებში/ცნობებში/რეკვიზიტებში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ასისტენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს “GAC“-ის ასეთი ცვლილებ(ებ)ის შესახებ.
4.3 ასისტენტი აცხადებს თანხმობას და უფლებას აძლევს “GAC“-ის, რომ ამ უკანასკნელმა შეზღუდვის გარეშე გამოიყენოს/გამოაქვეყნოს ასისტენტის მიერ მიწოდებული პირადი ინფორმაცია, მათ შორის ფოტო-სურათი, ტელეფონის ნომერი და სხვ. ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ასისტენსის მომსახურების გაწევისათვის, მათ შორის ვებ-გვერდის და კომუკიაციის სახვადასხვა პლათფორმების ფუნქციონირებისთვის, მათ შორის ”GAC“ -ის და ასისტენტის მომსახურების რეკლამირების მიზნებისთვის.
5. მხარეთაუფლებება-მოვალეობები
5.1 “GAC“ვალდებულია:
- შეასრულოს ამ ხელშეკურლების მე-3 და მე-4 მუხლებით ნაკისრი ვალდებულება დროულად და კეთლსინდისიერად;
- მიაწოდოს ასისტენტს ახალი ან/და მიმდინარე შეკვეთის შესახებ ინფორმაცია დეტალურად და დროულად;
- უზრუნველყოს ასისტენტსა და მომხმარებელს შორის ეფექტური და დროული კომუნიკაცია”GAC“-ის საინფორმაციო ცენტრის დახმარებით.
5.2 “GAC“ უფლებამოსილია:
- თავად განსაზღვროს მომხმარებლის შეკვეთებიდან ასისტენტისთვის გასაგზავნი შეკვეთა;
- მოსთხოვოს ასისტენტს დროული და უწყვეტი კომუნიკაცია შეკვეთის მიღებიდან შეკვეთის დასრულებამდე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომუნიკაციის წესის დაცვით;
- ასისტენტს მოსთხოვოს ყველა მიმდინარე შეკვეთის დროული დასრულება;
- ასისტენტს მოსთხოვოს ამ ხელშეკრულებითა და დანართი №2-ით ასისტენტისთვის გათვალისწინებულ ვალდებულებათა/პირობათა დროული და კეთილსინდისიერი შესრულება.
5.4. ასისტენტი უფლებამოსილია:
- მოსთხოვოს “GAC“-ს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დროულად და კეთლსინდისიერად;
- მოსთხოვოს “GAC“-ს ახალი ან/და მიმდინარე შეკვეთის შესახებ ინფორმაციის/დეტალების დროული მიწოდება;
- მოსთხოვოს “GAC“-ს სპეციალური ფორმის მიწოდების უზრუნველყოფა, რომელიც ასისტენტმა უნდა ატაროს მუდმივად შეკვეთის მიღებიდან დასრულებამდე.
5.5 ასისტენტი ვალდებულია:
- შეასრულოს ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად და კეთლსინდისიერად;
- მიიღოს და შეასრულოს “GAC“-ის მიერ მისთვის მიწოდებული ნებისმიერი შეკვეთა ამ შეკვეთის შინაარსის, მოცულობის განურჩევლად, მათი გამორჩევის უფლების გარეშე;
- უზრუნველყოს მასთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა 24 საათის განმავლობაში ამ ხელშეკრულების მოქმდების ვადის ფარგლებში;
- თითოეულ მიმდინარე შეკვეთაზე დღის ბოლოს მოამზადოს მოხსენება /რეპორტი/ ასისტენტის მიმდინარეობის შესახებ და ელ.ფოსტაზე გაუგზავნოს “GAC“-ს კომუნიკაციის შეთანხმებული წესის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში ელ.წერილის საგანში მიეთითება შეკვეთის ნომერი და შეკვეთის თარიღი;
- მიიღოს მონაწილეობა “GAC“-ის მიერ მომხმარებელთა მოზიდივის/მოტივირების მიზნით გამოცხადებულ აქციებსა და ფასდაკლებებში და შეასრულოს მათი პირობები;
- უზრუნველყოს უწყვეტი კომუნიკაცია მომხმარებელთან შეკვეთის დარულებამდე, მიუხედავად არასამუშაო საათებისა;
- მომხმარებლის ავტომობილის მართვისას გამოიჩინოს სიფრთხილე, მართოს ავტომობილი მხოლოდ ისეთი აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც ემსახურება მომხმარებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას, გაუფრთხილდეს ავტომობილს და დაიცვას მოძრაობის წესები;
- ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამიანობის განმავლობაში იყოს ფხიზელ მდგომარეობაში, არ იმყოფებოდეს არცერთი მათრობელი, გამაბრუებელი, ან ყურადღების კონცენტრაციის შემამცირებელი ნებისმიერი ნივთიერებებისა და სუბსტანციების (მათ შორის: ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალების, ანტი-დეპრესანტების, დამაწყნარებელი და სხვა სამედიცინო პრეპერატების) ზემოქმედების ქვეშ და მომხმარებელთან ურთიერთბისას დაიცვას ეთიკის ზოგადი ნორმები;
- მიმდინარე შეკვეთების დასრულებამდე არ ისარგებლოს დასვენების დღეებით;
- ზედმიწევნით დაიცვას ამ ხელშეკრულების დანართი №2-ს წესები, პირობები და ინსტრუქცია;
- შეასრულოს ყველა ის ასისტენტის ვალდებულება, შეკვეთის მიღების, ასისტენტის გაწევის წესები და პირობები, რომლებსაც ამ ხელშეკრულების დანართი №1 ითვალისწინებს.
- ასისტანასის დროს იმოქმედოს მხოლოდ კლიენტის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და თვითნებურად/მომხმარებლისგან წინასწარი თანხმობის მიუღებლად არ იმოქმედოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას. ამ მიზნით, დაიცვას კლიენტისგან უფლებამოსილების მიღების ის წესები და პირობები, რომლებსაც ამ ხელშეკრულების დანართი №1 ითვალისწინებს;
- არ შეცვალოს მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებული დრო და ადგილი მომხმარებლის მიერ გამოხატული ნების გარეშე, აგრეთვე, დაუბრუნოს ავტომობილი მომხმარებელს პირველი მოთხოვნისთანავე მის მიერ მითითებულ დროსა და ადგილას;
- ”GAC“-ის მიერ ავტოსერვისების განმახორციელებელ/ავტონაწილების გამყიდველ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ექსკლუზიური მომსახურების ან/და ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკურლების არსებობსის შემთხვევაში, ასისტენტი ვალდებულია “GAC“-სგან მიღებული შეკვეთის განხორციელებისას დაიცვას ასეთი ხელშეკულებებიდან გამომდინარე ექსკლუზიურობის პირობები.
- მხარეები ვალდებულნი არიან ამ ხელშეკრულებში მითითებული მხარეთა რეკვიზიტების ნებისმიერი ცვლილებისას დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს ასეთი ცვლილების შესახებ.
6. ასისტენტის მომსახურების განხორციელების ზოგადი პირობები
6.1 ასისტენტის მიერ ასისტანსის დაწყების დრო და ადგილი განსაზღვრულია მომხმარებლის მიერ განთავსებულ შეკვეთაში.
6.2 ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროისა და ადგილის შეცვლის უფლება აქვს მხოლოდ მომხმარებელს.
6.3 შეკვეთის დასრულების - ავტომობილის მომხმარებლისთვის დაბრუნების/დატოვების/გადაცემის - ადგილსა და დროს განსაზღვრავს მომხმარებელი დანართი №1-ით განსაზღვრული გარემოებების/პირობების გათვალისწინებით.
6.4 შეკვეთა დასრულებულად ითვლება, როდესაც მომხმარებელი ვებ პლათფორმის, ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით დაადასტურებს შეკვეთის დასრულებას.
6.5 მანქანის მომხმარებლისთვის დაბრუნების შემდგომ, მომხმარებელი, დანართი №1. ადასტურებს შეკვეთის დასრულებას.
7. ასისტანსისღირებულებადა ანაზღაურების პირობები
7.1 ასისტენტი მის მიერ ერთი შეკვეთის ფარგლებში მომხმარებლისთვის ასისტენტის განხორციელების სანაცვლოდ იღებს გასამრჯელოს 20 ლარის ოდენობით.
7.2 მომხმარებელი ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ანაზღაურებას იხდის ასისტენტის დასრულებამდე. აღნიშნული ვალდებულება მომხმარებელს წარმოეშობა ამ ხელშეკრულების დანართი №1-ის საფუძველზე მომხმარებლის მიერ მომსახურებით სარგებლობის შედეგად.
7.3 მომხმარებელი ასისტენტს ანაზღაურებას უხდის უნაღდო ანგარიშსრორების გზით ან სხვა საშუალებით, მიწოდებული ასისტენტის საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის მეშვეობით, რასაც ითვალისწინებს ამ ხელშეკრულების დანართი №1.
7.4 ასისტენტი უფლებამოსილია და მან შესაძლოა მიიღოს მომსახურების ანაზღაურება ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან თითოეული შეკვეთის განხოციელებისას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია ასისტენტსა და ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველ ფიზიკურ და იურიდიულ პირების შორის არსებულ შეთანხმებაზე.
7.5 “GAC“-ის შუამავლობით მიღებულ თითოეულ შეკვეთაზე და მის სანაცვლოდ ასისტენტი “GAC“-ის უხდის წინამდებარე ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების 7.1 და 7.4 მუხლიებთ გათვალისწინებული გასამრჯელოს ½-ს უნაღდო ანგარიშსწორების გზით “GAC“-ის საბანკო საანგარიშსწორებო ანგარიშზე გადარიცხვის მეშვეობით.
7.6 ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ გადახდას ასისტენტი ახორციელებს ამ ხელშეკრულების 7.1 და 7.7 მუხლით გათვალისწინებული გასამრჯელოსა და მომსახურების ანაზღაურების მიღებისთანავე.
8. საგარანტიოთანხა
8.1 ასისტენტი ვალდებულია ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, ხელშეკრულების დადებიდან 30 საბანკო დღის ვადაში ”GAC“-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სს „თიბისი ბანკი“, ანგარიშის ნომერი: GE57TB7935636080100012 (შემდგომში „მიმდინარეანგარიში“) განათავსოს საგარნტიო თანხა 500 ლარის ოდენობით (შემდგომში „საგარანტიო თანხა“) და უზრუნველყოს საგარანტიო თანხის ოდენობის მუდმივი არსებობა მიმდინარე ანგარიშზე.
8.2 საგარანტიო თანხის მიმდინარე ანგარიშზე განთავსების მიზანს წარმოადგენს ასისტენტის მიერ მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა ასეთის დადგომის შემთხვევაში ან/და “GAC“-ის მიერ ასისტენტისთვის ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის დაკავების უზრუნველყოფა.
8.3 ასისტენტი თანხმობას აცხადებს, რომ “GAC“-ის აქვს უფლება ერთპიროვნულად განსაზღვრონ ასისტენტის მიერ მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანის მედიაციის საკითხი, მათ შორის დაადგინონ ასეთი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განსაზღვრონ მიყენებული ზიანის ოდენობა და უზრუნველყონ ზიანის ანაზღაურება მიმდინარე ანგარიშზე არსებული საგარანტიო თანხიდან განსაზღვრული ოდენობის შესაბამისად;
8.4 იმ შემთხვევაში თუ განსაზღვრული ზიანის ოდენობა აჭარბებს საგარანტიო თანხას და იგი არ ყოფნის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, “GAC“-ის უფლება აქვს დააკისროს ასისტენტს შესაბამისი სხვაობის ანაზღაურება და ასეთი ანაზღაურებისთვის განუსაზღვროს არაუმეტეს 10 კალენდარული დღე.
8.5 “GAC“-ის უფლება აქვს მიმდინარე ანგარიშზე განთავსებული საგარანტიო თანხიდან მიიღოს მის მიერ ასისტენტისთვის ამ ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის თანხა.
8.6 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო თანხიდან განხორციელდება ასისტენტის მიერ მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანის ანაზრაურება ან/და “GAC“-ის მიერ ასისტენტისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა, ასისტენტი ვალდებულია 15 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს მიმდინარე ანგარიშზე საგარანტიო თანხის შევსება სრული ოდენობით.
8.7 მხარეებს შორის ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულების ნებისმიერი საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში, ასეთი შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში ასისტენტს უკან უბრუნდება საგარანტიო თანხა მომხმარებლისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად საჭირო თანხის, ან/და ”GAC“-ის მიერ ასისტენტისთვის დაკისრებული ჯარიმის გამოკლებით ასეთის არსებობის შემთხვევაში.
9. კონკურენციის დაუშვებლობის, კონფიდენციალურობისა და სხვა მბოჭავი შეთანხმებები
9.1 ასისტენტი (რომელიც მოიცავს, მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მათ წარმომადგენლებს, სამართალმემკვიდრეებს, უფლებამონაცვლეებს, აფილირებულ პირებს, ქვეკონტრაქტორებს, ერთობლივად თუ ცალ-ცალკე, აგრეთვე მის მზღვეველებს, შემდგომში ერთობლივად „აფილირებულიპირები“) ამ ხელშეკრულებით ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ:
9.2 “GAC“-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არ განახორციელებს არც ერთი ფორმით/შინაარსით იმავე ეკონომიკურ საქმიანობას, რასაც ეწევა “GAC“, არ დააფუძნებს /დაიწყებს/შეუერთდება/ “GAC“-ის მსგავსი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, არანაერი ფორმით არ ითანამშრომლებს/დაუკავშირდება და განახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას იმ სუბიექტებთან ან მათთან აფილირებულ პირებთან, რომლებიც ეწევიან ან მომავალში დაიწყებენ მსგავს საქმიანობას, ასევე არ გამოიყენებს იმ პირების შესახებ ინფორმაციას (მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, საკონტაქტო, საიდენტიფიკაციო ან/და მომხმარებლის საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაცია და ა.შ.), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში;
9.3 ასისტენტი სრულად დაიცავს ნებისმიერი სახის ინფორმაციის კონფიდენციალურობას, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში და გასცემს ასეთ ინფორმაციას მხოლოდ იმ პირებზე, რომელთათვის ამ ინფორმაციის გამჟღავნების თაობაზე წინასწარი წერილობითი თანხმობა აქვს მიღებული “GAC“-სგან;
9.4 ასისტენტი არ გაამჟღავნებს პირად ინფორმაციას, სახელებს, მისამართებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს, ტელეფონებს, ფაქსის მისამართებს, ასევე ნებისმიერი ინფორმაციას, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, ასევე არ დაიწყებს, არ ჩაერთვება და არ დაეთანხმება არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი სახით მოლარაპაკებებში, ბიზნეს ტრანზაქციებში, გარიგებებსა და სხვა ნებისმიერი სახის ურთიერთობაში იმ სუბიექტებთან, რომლებიც ახორციელებენ ან მომავალში განახორციელებენ ნებისმიერი ფორმით ან/და შინაარსით იმ ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც ეწევა “GAC“, ასევე, არ გაამჟღავნებს ნებისმიერი სახის კომერციულ საიდუმლოებას;
9.5 ამ მუხლში მითითებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში “GAC“ უფლებამოსილია მოითხოვოს ასისტენტისგან პირგასამტეხლოს გადახდა ერთჯერადი ჯარიმის სახით 10 000 ლარის ოდენობით. თუ ასისტენტი გვერდს აუვლის ამ მუხლის მოთხოვნებს პირდაპირ ან არაპირდაპირ გზით,”GAC“ უფლებამოსილია ერთჯერადი ჯარიმის სახით დააკისროს ასისტენტს ჯარიმის გადახდა 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს ასისტენტს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.6 ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების, ასევე მისი შეწყვეტიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, რმელიც მოქმედებს როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე მისი ვადის გასვლის შემთხვევებში.
10. მხარეთაპასუხისმგებლობა
10.1 ასისტენტი პასუხისმგებელია მომხმარებლის წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად დამდგარი ზიანისთვის, რამდენადაც ასისტენტი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში და ასრულებს შუამავლის როლს მომხმარებელსა და მესამე პირებს შორის მომხმარებლის მიერ განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად.
10.2 ასისტენტის მიერ თავისი უფლებამოსილების არაკეთლსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში იგი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე მიყენებული ზიანისთვის/ზარალისთვის.
10.3 ასისტენტი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, როდესაც მოხმარებელს ზიანი მიადგა მომხმარებლის მიერ დავალების არასწორად/შეცდომით გაცემის შედეგად.
10.4”GAC“-ის არ შეუძლია აიღოს და არ იღებს პასუხისმგებლობას ასისტენტის განხორციელებაზე, ავტოსერვისების განმახორციელებელი/ავტონაწილების გამყიდველი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მიწოდებული მომსახურებისა და პროდუქტის ხარისხზე, რამდენადაც “GAC“ ასრულებს მხოლოდ შუამავლის როლს მომხმარებელსა და ასისტენტს შორის, შესაბამისად, ასისტენტი და მეორე მხრივ, მომხმარებელი აცნობიერებენ, რომ არ აქვთ და არც მომავალში ექნებათ რამე სახის პრეტენზია/მოთხოვნა “GAC-“ის მიმართ.
10.5 ასისტენტის მიერ წინამდებარე ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებით (ასევე, დანართი№1, დანართი №2-ით) ნაკისრი ვალდებულის/ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში, ასისტენტი პირადად აგებს პასუხს “GAC“-ისა და მომხმარებლის წინაშე.
10.6 ასისტენტის მიერ ამ ხელშეკრულებით (ასევე, დანართი№1, დანართი №2-თ) ნაკისრი ვალდებულის/ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში “GAC“-ის აქვს უფლება არ შეასრულოს ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულება ან/და არ მიაწოდოს შეკვეთები ასისტენტს;
10.7 “GAC“-ის უფლება აქვს ასისტენტი ყოველ ჯერზე დააჯარიმოს 20 ლარის ოდენობით, თუკი ასისტენტი დაარღვევს წინამდებარე ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულებით გათვალსიწნებულ პირობებს/წესებს (აღნიშნული გავლენას არ ახდენს მე-10 მუხლის მოქმედებაზე). ყოველ ასეთ დარღვევაზე “GAC“-ის უფლება აქვს დაკისრებული ჯარიმის თანხა მიიღოს საგარანტიო თანხიდან. ჯარიმის დაკისრების და დაქვითვის შესახებ “GAC“-იმ წერილობით უნდა აცნობოს ასისტენტს და განუმარტოს ჯარიმის საფუძველი.
10.8 მხარეთა მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
11. კომუნიკაციის სტანდარტი და პირობები:
11.1”GAC“-სთან კომუნიკაციისთვის ასისტენტი იყენებს წინამდებარე ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებაში ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას ან/და კომუნიკაცისს სხვა დადასტურებულ საშუალებას.
11.2 ასისტენტთან კომუნიკაციისთვის მომხმარებელი იყენებს “GAC“-ის მიერ ასისტეტნტის დანიშვნის თაობაზე მომხმარებლისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტური შეტყობინებაში მითითებულ ასისტენტის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და სხვ საკომუნიკაციო საშუალებებს.
11.3”GAC“ და ასისტენტი მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის იყენებენ მომხმარებლის მიერ განთავსებულ შეკვეთაში მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერსა და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებს.
11.4”GAC“-ის, ასისტენტისა და მომხმარებლის მიერ ერთმანეთისთვის ნებისმიერი სახის შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება წერილობით.
12. შეკვეთისგაუქმებისუფლება
12.1 მომხმარებელს უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს შეკვეთა, შეკვეთაში მითითებულ დრომდე 2 საათით ადრე. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი თავისუფალია ასისტენტისთვის წინამდებარე სარგებლობის ზოგადი პირობებით გათვალისწინებული გასაჯამრჯელოს გადახდისგან. იმ შემთხვევაში, თუ შეკეთაში მითითებულ დრომდე დარჩენილია 2 საათზე ნაკლები, მომხმარებელი შეკვეთის გაუქმების მიუხედავად ვალდებულია ასისტენტს გადაურიცხოს გასამრჯელო.
12.2 ასისტენტს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა თუ შეთანხმებულ დროსა და ადგილას მოხმარებელი ასისტენტის მისვლიდან 30 წუთის განმავლობაში არ გამოცხადდება, რის შესახებაც ის მომხმარებელს ატყობინებს მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.
12.3”GAC“-ის უფლება აქვს ცალმხრივად გააუქმოს ნებისმიერი შეკვეთა მომხმარებილისათვის შეკვეთაზე ასისტენტის დანიშვნის თაობაზე შეტყობინების გაგზავნამდე. ასეთ შემთხვევაში “GAC“ მომხმარებელს უგზავნის მოკლე-ტექსტურ შეტყობინებას შეკვეთის გაუქმების თაოაბზე.
13. ხელშეკრულებისმოქმედებისვადა და მისი შეწყვეტის წესი
13.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შედის ასისტენტის და მომახმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დადებისთანავე, რაც ასისტენტის მიერ ხორციელდება სათანადო ხელშეკრულების დანართის ხელმოწერით.
13.1 ეს ხელშეკრულება მომქმედებს 12 თვის ვადით.
13.1”GAC“-ის უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ეს ხელშეკრულება ნებისმიერ დროს ასისტენტისთვის შეტყობინების გზით ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე.
13.2. იმ შემთხვევაში თუ ასისტენტის მიერ თითოეული თვის ჭრილში შესრულებული შეკვეთებიდან მინიმუმ 2 შეკვეთაზე მომხმარებელი განაცხადებს პრეტენზიას/საჩივარს, “GAC“-ის აქვს უფლება დაუყოვნებლივ მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება ასისტენტისთვის შეტყობინების გზით.
13.3 ასისტენტს აქვს უფლება მოშალოს ეს ხელშეკრულება ”GAC“-სთვის შეტყობინების გაგზავნიდან 1 კვირის გასვლის შემდეგ, იმ პრობით, რომ ასისტენტს დასრულებული აქვს ყველა მიმდინარე შეკვეთა.
13.4 ამ ხელშეკრულების შეწყვეტა (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ნებისმიერი საფუძვლით თუ უსაფუძვლოდ) არ იწვევს ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლის მოქმედების შეჩერებას/შეწყვეტას.
14. დავისგადაწყვეტისწესი
14.1 მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეები მიმართავენ ურთიერთ მოლაპარაკებისმეთოდს, რომელსაც მხარეები ერთობლივად შეარჩევენ. მოლაპარაკების პროცესის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში მხარეთა შორის დავას გადაწყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამასთან, “GAC“-ის მოთხოვნის შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მულის 1¹ ნაწილის საფუძველზე.
15. ფორს-მაჟორი
15.1 ამ ხელშეკრულების პირობების მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორულიგარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც წინამდებარე დოკუმენტის პირობებისშეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას;
15.2 ამ მუხლის მიზნებისათვის ,,ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული მხარეთა შეცდომებსა და დაუდევრობასთანდა რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოსდაწესებით და სხვა. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასიეთ გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ.
16. დასკვნითიდებულებები
16.1 ამ ხელშეკრულების დადაბით მხარეებს შორის არსებული ყველა სახის შეთანხმება კარგავს ძალას.
16.2 ამ ხელშეკრულების დანართი №1 და №2 წარმოადგენენ მის განუყოფელ ერთიან ნაწილს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, მათი ახალი რედაქციები, მომავალში განხორციელებულ ცვლილებებთან ერთად).
16.3 ასისტენტსა და მომხმარებელს არა აქვს უფლება, ”GAC-ის წერილობითი თანხმობის გარეშე თავისი უფლებები ან ვალდებულებები გაასხვისოს, გადააკისროს, დაუთმოს, ან სხვაგვარად გადასცეს მესამე პირებს.
16.6 წინამდებარე ხელშეკრულების დაზუსტების ან/და მასში ცვლილებების შეტანის მიზნით არსებული ნებისმიერ შეთანხმება უნდა განხორციელდეს იმავე წესით რა წესითაც იდება /დასტურდება/ ეს ხელშეკრულება, რომლებიც არსევე განიხილებიან როგორც ამ ხელშეკრულების ერთიანი განუყოფელი ნაწილი.